სავარაუდოდ, სპეცრაზმელებმა ის კარი აიღეს შტურმით, სადაც ტერორისტები არიან გამაგრებულნი

სროლის ხმა ისმის ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც "რუსთავი 2"-ის კადრებში ჩანს, სროლის ხმა უწყვეტ რეჟიმშია და დავით ქაშიაშვილი ადგილიდან ამ წუთებში იტყობინება, რომ სავარაუდოდ სპეცოპერაციის წევრებმა შტურმით აიღეს ის, კარი სადაც ტერორისტები იმყოფებიან. ისმის აფეთქების ხმა და სავარაუდოდ სპეცოპერაცია ამ დრომდე არ დასრულებულა.

კომენტარი