სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თავის არეშია დაჭრილი. სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკაც შეიყვანეს. ტერიტორია კვლავ გადაკეტილია. ამჟამად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლის ხმა არ ისმის. ცეცხლი ამ დროისთვის ტერიტორიაზე ჩამქრალია. ადგილზე მუშაობდა რამდენიმე სახანძრო ბრიგადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100