სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს ბევრი საკითხის ბედი წყდება, ამიტომ უნდა იყოთ ძალიან აქტიურები" - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე დააფიქსირა. ქვეყნის პირველი პირი არჩევნებზე მარტო მივიდა.

”მივესალმები დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს და ამომრჩევლებს და ყველას მოგიწოდებთ, იყოთ ძალიან აქტიურები. დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება. რაც მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოფითი პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, უკეთეს თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს, იმას, რაც უნდათ თავის სოფელში, თავის უბანში, თავის ქალაქში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

”თვითმართველობა ახლა იქმნება და ახალმა არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას. მათ უნდა მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს. რა გასაჭირიც არის ყოველდღიურ ყოფაში ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100