"მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს"- ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

ზაალ უდუმაშვლმა ხმა დიდუბეში, წერეთლის გაზმირზე მდებარე 166–ე საჯარო სკოლაში გახსნილ მე -12-ე უბანზე მისცა.

უდუმაშვილის განცხადებით მან ხმა წარმატებულ ქალაქს მისცა. მან ასევე მოუწოდა ამომრჩეველს მივიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.

“მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და მე მივეცი ხმა ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარი