სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოდელს, რომელმაც თვალში ტატუ გაიკეთა, ინფექცია შეეჭრა და იერის შეცვლასთან ერთად მხედველობაც დაკარგა

ერთი თვის წინ 24 წლის კანადელმა მოდელმა კეტ გალინგერმა გადაწყვიტა ცალი თვალის ფერი ტატუირების საშუალებით შეეცვალა. ამ პროცედურის დროს ტატუ მასტერმა პირდაპირ თვალში გაუკეთა პიგმენტური ტატუ. ჩვეულებრივ, ასეთ ტატუს უპრობლემოდ აკეთებენ, თუმცა კეტის შემთხვევაში ყველაფერი უარყოფითად წავიდა.

გალინგერი დიდი ხანია სხეულის მოხატვითაა გატაცებული და მას უამრავი ტატუ აქვს გაკეთებული. თუმცა თვალში ტატუს გაკეთებისას რაღაც შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც კეტის ცხოვრება შეცვალა. ექიმების მიერ გამოწერილმა წამლებმაც არ უშველა მას და თვალი ისე გაუსივდა, რომ გახელასაც ვეღარ ახერხებდა.

ექიმების აზრით, ასეთი რეაქციის მიზეზი ნემსის სიგრძე უნდა ყოფილიყო, რომელიც სავარაუდოდ ღრმად შევიდა თვალში. შესაძლოა, ის არ იყო სტერილიზირებული და ამანაც გამოიწვია. საბოლოოდ კი შედეგი სავალალოა - გოგონას მხედველობა ძალიან გაუფუჭდა და მისი აღდგენის ალბათობა ძალიან მცირეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100