სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერლინის პარკში ბომბი აფეთქდა

ბერლინის ერთ–ერთ პარკში ბომბი აფეთქდა, რის შედეგად, მინიმუმ, ერთი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ Associated Press იუწყება.

შემთხვევა კვირას, ღამით მოხდა. პოლიციელთა თქმით, მამაკაცმა, რომელიც პარკში სეირნობდა, საეჭვო პარკი შენიშნა და აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როცა მოქალაქემ იგი ხელში აიღო. პარკი დასასვენებელ სკამთან იყო დადებული.

დაშავებული მოქალაქე სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში. სხვა მოქალაქეები არ დაზარალებულან. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ 2011 წლის მაისში ანალოგიური ასაფეთქებელი მოწყობილობა მეზობელ რაიონშიც იპოვეს, თუმცა, მაშინ ძალოვნებმა ბომბის გაუვნებელყოფა მოახერხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100