ლიზა ვადაჭკორია, დავით ქაცარავასა და ნოდარ მელაძის მისამართი განხორციელებულ ფეისბუქ-თავდასხმებს ეხმაურება

ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია დათო ქაცარავასა და ნოდარ მელაძეზე ატეხილ აჟიოტაჟს ფეისბუქ-პოსტით გამოეხმაურა:

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ დღეებში გახმაურებულ FB-თავდასხმებს.
ჯერ, დათო ქაცარავა და მისი მეგობრები რასაც აკეთებენ, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მართლა ქვეყნის და სამშობლოს ემსახურებიან, თანაც უანგაროდ.
სანამ ჩვენ შვებულებებში და ჩვენს საქმეებში დროს ვატარებთ, ისინი კვამლში და ცეცხლში, ტრასაზე და საოკუპაციო ზოლთან, ღამეებს ათენებენ.
და დიახ, ძალიან კარგი, რომ ფოტოებს იღებენ და დებენ. მე მინდა ვიცოდე იქ რა ხდება, არა მხოლოდ მასმედიის საშუალებით.
თუ სასარგებლო არაფერი გაგიკეთებიათ ცხოვრებაში, ამ დაცინვითა და ნეგატივით, ნუ იქცევთ ყურადღებას საკუთარი უნიჭო პერსონებისადმი და იმ ხალხს კიდევ ნუ იშლით ხელს!
და მეორე, „კურიერში“ ნოდარ მელაძეს დაბულინგებას ვინც ცდილობს!
ნოდარის ხმა არ იყო, არ უნდა ამას მუსიკალური სმენა, ყრუ თუ არ ხარ, გაარჩევ. სავარაუდოდ ოპერატორმა ჩაილაპარაკა.
და კი, ტელევიზიაში თუ მუშაობ, პირდაპირ ეთერში ხარისხზეც ფიქრობ, და თუ ცეცხლზე იყო საუბარი, ის ჩამქრალი, ბნელი ფონი იმ ოპერატორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო...
ეს უბრალოდ ჩემი ვერსიაა.
განგებ არ ვთაგავ არავის, ეს ჩემი FB-მეგობრებისთვის დავწერე და არა იმ ადამიანების გასაგონად და ქულების დასაწერად....“- წერს ლიზა ვადაჭკორია.


კომენტარი