“გამორიცხულია, მე ქალაქიდან გავიდე და გამომძიებელმა არ დარეკოს” – ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ფეისბუქზე წერს:

ოჯახთან ერთად რაჭიდან ბათუმის გზას ის ის იყო უნდა დავდგომოდი, მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი).

ხვალ, სამზე, მოდულში.

Ps: ყოველი არჩევნების წინ ჩემი აქტუალიზაცია რომ ხდება, ტყუილია. ეგრევე ყველაზე მოთხოვნადი ვხდები, ყველა კანდიდატს რომ შეშურდება …

Pps: გამორიცხულია, მე ქალაქიდან გავიდე, გინდა საქმეზე, გინდა დასასვენებლად და გამომძიებელმა არ დარეკოს და არ დამიბაროს. ბუნებაში არ მომხდარა ბოლო ოთხი წელია. კიდე სამი დღე მაცადეს, გასაკვირია …

კომენტარი