35 წლის ფრანგი მომღერალი სცენაზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

შემთხვევა ერთ-ერთი ფესტივალის დროს მოხდა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით. 35 წლის ბარბარა ველდენსი სცენაზე დენის დარტყმის შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა. მომღერალს ძაბვისგან გული გაუჩერდა მას შემდეგ, რაც ერთი მიკროფონი მეორეთი შეცვალა.

როგორც მსმენელები აცხადებენ, მათ არ უგრძვნიათ ელექტრო ძაბვის ცვლილება და ეგონათ, რომ ბარბარას უბრალოდ დაღლილობისგან გული წაუვიდა. ყველაფერი კი მაშინ გაირკვა, რაც გამოძახებული სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა სიკვდილის დრო დააფიქსირეს.

ბარბარა ველდენსი საზოგადოებამ ერთ-ერთი კონკურსის შედეგად გაიცნო და პოპულარობა მალევე მოიპოვა. მისი გარდაცვალების ფაქტს პოლიცია იძიებს.

კომენტარი