ბიზნესმენი სადო-მაზოხისტური სექსუალური თამაშის დროს გარდაიცვალა

ნილ როდნი სმიტი 57 წლის ბიზმესმენი იყო უოლ სტიტიდან. ის საკუთარ ბინაში გარდაცვილი იპოვნეს. მას მხოლოდ საცვლები ეცვა, პირი აკრული ჰქონდა და ხელბორკილები ეკეთა. არსებული ვერსიით, იგი სადო-მაზოხისტური სექსუალური თამაშის დროს გარდაიცვალა. პოლიციამ მისი ტელეფონის შემოწმებისას აღმოაჩინა მიმოწერა, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცს თავისთან ეპატიჟებოდა გიჟური სექსისთვის.

მეზობლები დაკითხვისას აღნიშნავენ, რომ სმიტის ბინიდან გამოდიოდა ისეთი სახის ხმები, რომ ეჭვი არ ეპარებათ, ბიზნესმენი სექსით იყო დაკავებული. პოლიცია განიხილავს ვერსიას, რომლის მიხედვითაც მამაკაცი განზრახ არის მოკლული. ისინი კორპუსის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ და ცდილობენ ვიდეოში იპოვონ საეჭვო უცხო მამაკაცი, რომელმაც დატოვა საცხოვრებელი სმიტის დაახლოებითი გარდაცვალების პერიოდში.

ნილ სმიტი საინვესტიციო კომპანიის Infraccess გენერალური დირექტორი იყო.

კომენტარი