აზერიჯანელმა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ ის სამარშუტო ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ ქართულად მოსაუბრე ორმა პირმა გაიტაცა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის აზერბაიჯანელმა ადვოკატებმა მის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება გაასაჩივრეს.

პარალელურად, ადვოკატმა ქართველ სამართალდამცველებს აფგან მუხთარლისგან მოწოდებული ახალი ინფორმაცია გადასცა, კერძოდ, ჩოფიკაშვილის თქმით, აზერიჯანელმა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ ის ჭონქაძის ქუჩაზე სამარშუტო ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ ქართულად მოსაუბრე ორმა პირმა გაიტაცა და შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანა.

არჩილ ჩოფიკაშვილმა ჭონქაძის ქუჩაზე ვიდეოკამერის მი ერ დაფიქსირებული ჩანაწერი და ასევე აზერბაიჯანული მხარისგან აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბუთები გამოითხოვა.

კომენტარი