სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეკოლოგიურად სუფთა კვტარი"- ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს "ჩცდ"-ის სცენარისტი

"ეკოლოგიურად სუფთა კვტარი"- აი ამ ვიდეოს აქვეყნებს "ჩცდ"-ის სცენარისტი ქეთი დევდარიანი, რომელსაც ჩვენთან ქვემოთ ნახავთ. ასევე არის კომენტარი, სადაც ქეთი ასეთ სცენარს გვთავაზობს აღნიშნულ ვიდეოზე:

უკვე მოვიფიქრე ფილმი "შეხვედრა ბიძინასთან" კაცზე, რომელთან შესახვედრადაც ბატონმა ბიძინამ 40 წელი ვერ მოიცალა. მერე ეს კაცი ასე ეკოლოგიურად დამარხეს, გამოხდა ხანი, ხე გაიზარდა, გახდა ტანადი და ლამაზი, ბატონმა ბიძინამ თვალი დაადგა და გადარგა ეზოში.

ერთ დილასაც თითქოს ხემ დაუძახა, უკვე ოდნავ შებერებული 256 წლის ბიძინა ხეს მიუახლოვდა. ხეს ფოთოლი მოწყდა, ბიძინას თავში დაეცა და მიხვდა, რომ როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორეს სხეულისგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით.
აქ შემოდის კიდევ ერთი პროტაგონისტი, რომელიც რ2-ზე გამოაცხადებს, რომ ეს კანონი უკვე არსებობს. ბიძინა ბოღმას გულში ჩაიდებს, როცა ის კაცი მოკვდება და ხედ ამოიზრდება, საქართველოს შეიარაღებულ ძალას მიაფსმევინებს და გაახმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100