აშშ-ში კომპრომისს ეძებენ, თუმცა, დღევანდელი დღეც ჩავარდა

შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ დეფოლტის თავიდან ასაცილებლად.

შეერთებული შტატების ბიუჯეტის დეფიციტი 14,3 ტრილიონ დოლარს აღწევს. დღეს სენატმა დაბლოკა დემოკრატების ლიდერის ჰარი რიდის წინადადება, რომელიც მთავრობის მიერ დამატებითი სესხის აღებას ითვალისწინებდა, მაგრამ მოლაპარაკებები ორივე პარტიის წარმომადგენლებს შორის კვლავაც გრძელდება, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

შეთანხმება სამშაბათამდე უნდა მოხდეს და კონგრესმა უნდა დაამტკიცოს კანონი, რომელიც მთავრობას გაკოტრებისგან იხსნის და დამატებითი ვალის აღების საშუალებას მისცემს.

კომენტარი