სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აკი ვამბობდი, მთავარია, არ გაიყიდოთთქო" - დიმა ობოლაძე "იმედში" გადავიდა

დიმა ობოლაძეს დღეს რუსთავი 2 დატოვა და ტელე იმედში გადავიდა. როგორც ცნობილი გახდა, ტელეკომპანია "იმედში" ობოლაძე იმედში სპორტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. კომენტატორის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ხალხი წერს:
"აკი ვამბობდი, მთავარია, არ გაიყიდოთთქო... დიმა, დიმა... თურმე რატომ გითქვამს " მის გადაწყვეტილებას პატივი ეცითო..." მის გადაწყვეტილებას შეიძლება ვცეთ პატივი, მაგრამ შენსას?! თუკი სხვა რამე არ არის, მაშინ არც პრინციპები, არც მორალი და ა.შ. ?"
"როგორც ირკვევა მართლა გადასულა დიმა ობოლაძე იმედზე. გამოდის, რომ ძალიან უსინდისო და უნამუსო ყოფილა ეს ჩვენი დიმა. არადა როგორ ვაფასებდი ამ ადამიანს, როგორც ფეხბურთის კომენტატორს, თუმცა კაცობა დაუკარგავს და თან ახლა როგორ შეიძლებოდა ღალატი რუსთავი 2-ის? განა რამდენი შემოგთავაზეს რომ სინდისი და კაცობა გაყიდე".

"გემი, ვირთხა, ჩაძირვა, გაქცევა, პირველი/ დაალაგეთ აბა სიტყვები ისე რომ სწორი წინადადება მიიღოთპ.ს მიუხედავად იმისა რომ ამ ,,გემის,, დიდი გულშემატკივარი არა ვარ მისი კაპიტნითურთ".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100