”ბულგარიაზე” მყოფი მგზავრების გვამებს ბრაკონიერების ბადეებშიც ეძებენ

მდინარე ვოლგის კუიბიშევსკის წყალსაცავში ჩაძირულ გემ ”ბულგარიაზე” მყოფი მგზავრების გვამებს ბრაკონიერების მიერ წყალში ჩაშვებულ ბადეებშიც ეძებენ.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, წყალსაცავში ჩაძირული გემიდან უკვე ამოტანილია 170 გვამი, დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი, რომელთა შორის 6 მამაკაცია, 4 ქალი და 5 ბავშვი.
სამაშველო-საძიებო სამუშაოების დაწყებისთანავე, მაშველებმა ბრაკონიერების მიერ წყალში ჩაშვებული 170 ბადე აღმოაჩინეს და სავარაუდოდ წყლის დინებამ ჩაძირული გემის მგზავრთა გვამები სწორედ ამ ბადეებში გახვია.
გემ "ბულგარიაზე" ჩაძირვამდე 208 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის 79-ის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 20 მამაკაცი, 66 ქალი და 28 ბავშვი დაიხრჩო.
უბედურების ადგილზე მაშველები ისევ მუშაობენ და სპეციალური მოწყობილობებით ჩაძირული გემის წყლის ზედაპირზე ამოტანას ცდილობენ.

კომენტარი