სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩვილი დაიბადა

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მელოგინე ქალი, მწვავე წინასამშობიარო ტკივილების დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაჰყავდა, როცა პაციენტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადა იძულებული გახდა, მშობიარობა იქვე, მანქანაში მიეღო. საბედნიეროდ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა გამოძახებაზე პირველი ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანა იყო გასული, სადაც სალონი მედიკოსებს მსგავს შემთხვევებში შეძლებისდაგვარად აქტურად მოქმედების საშუალებას აძლევს.

საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა: ექიმმა და ექთანმა მშობიარობა მიიღეს და ქვეყანას კიდევ ერთი ქართველი ბიჭუნა მოევლინა. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და ამჟამად კლინიკაში იმყოფებიან. ბავშვი ყოველგვარი გართულებების გარეშე, 2.8 კგ დაიბადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100