ირაკლი ალასანია: "ექვსიანი მალე "შესანიშნავ შვიდეულად" გადაიქცევა"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, 6 ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანება მალე "შესანიშნავ შვიდეულად" გადაიქცევა.

როგორც "პირWელთან" საუბრისას ალასანიამ დააზუსტა, "გაერთიანების მეშვიდე სუბიექტი ქართული საზოგადოება იქნება".

"ჩვენი ამოცანაა, "რვიანი" შესანიშნავ შვიდეულად ვაქციოთ, სადაც წამყვანი სწორედ მეშვიდე ფიგურა - საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. სწორედ ამ პარტნიორობაზეა საუბარი, როდესაც ვაყალიბებთ სამოქალაქო მოძრაობას "თავისუფალი არჩევანისთვის". ორმა ჩვენმა ყოფილმა მეგობარმა კალვერას ბანდაში გადასვლა არჩია, მაგრამ ეს ისტორია საბოლოოდ მაინც სიმართლეს ზეიმობს და გამარჯვებით სრულდება. "რვიანის" სუბიექტებს ერთი მოწინააღმდეგე გვყავდა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციის სახით. იმის განსჯა, რატომ ჩათვალეს ახლა "ქრისტიან-დემოკრატებმა" და "მემარჯვენეებმა", რომ ეს ასე აღარ არის, საზოგადოებისთვის მიმინდია", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარი