სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელ გურგენიანში 36 წლის ტარიელ ჯანაშვილი გველმა დაკბინა

სოფელ გურგენიანში 36 წლის ტარიელ ჯანაშვილი გველმა დაკბინა.
როგორც "პირWელს" რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს, შემთხვევა დღეს, ადრე დილით მოხდა.
პაციენტი ამჟამად ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფლებაში იმყოფება.
განყოფლების გამგის ეკა შუბითიძის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
მისივე თქმით, თბილისიდან რეანომობილია გამოძახებული და ტარიელ ჯანაშვილს დედაქალაქში მალე გადაიყვანენ.
რა სახეობის გველმა დაკბინა მამაკაცი, რომელიც მიწის ნაკვეთში მუშაობდა, ჯერჯერობით დაუდგენელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100