27 და 28 ივნისს სხვადასხვა მიზეზით საქართველოში 7 ადამიანი დაიღუპა

27 და 28 ივნისს საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, სხვადასხვა მიზეზით შვიდი ადამიანია გარდაცვლილი.

27 ივნისს, ვაზისუბანში, საცხოვრებელი სახლის მე–7 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. შემთხვევის დროს სახლში ბავშვის დედა და ბებია იმყოფებოდნენ. ერთ–ერთი ვერსიით, ბავშვს საძინებელი ოთახის ღია ფანჯრიდან სათამაშო გადაუვარდა, რის შემდეგაც რაფაზე აბობღდა და გადავარდა.

გუშინვე საქართველოში კიდევ ერთი შიდსით დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა.

28 ივნისს, გამთენიისას კახეთში, პატარძეულთან მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოგვიანებით, თბილისში, მშრალ ხიდთან ავტომანქანა 75 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა ბათუმში მოხდა, სადაც შტორმმა 17 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა: ჩინური რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე იგი ტალღამ ზღვაში გადააგდო.

კომენტარი