სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფის უტევენ: ტრიპოლის გარშემო ყულფი ვიწროვდება

დღეს 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო–მ ლიბიაში საომარი მოქმედები დაიწყო. კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები ამ დროისთვისაც გრძელდება და, როგორც ლიბიაში მყოფი წამყვანი დასავლური მედიასაშუალებები იტყობინებიან, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან სულ რაღაც 80 კმ–ს დაშორებით მიმდინარეობს. აჯანყებულები აცხადებენ, რომ გააფთრებული ბრძოლებია გაჩაღებული ქალაქ ბირ–ალ–განამის ასაღებად.

ამავე წყაროს თქმით, აჯანყებულები უახლოეს პერიოდში ტრიპოლს აიღებენ, სადაც კადაფის მომხრეთა ძირიტადი ძალაა თავმოყრილი.

როგორც უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტები იტყობინებიან, სახელისფლო ძალებმა არაერთხელ სცადეს აჯანყებულთა იმ ნაწილის შეჩერება, რომლებიც ტრიპოლისკენ მიიწევენ, თუმცა, ამაოდ. ამავე დროს, კონფლიქტის ორივე მხარე იუწყება, რომ მოწინააღმდეგის ბანაკს ცოცხალი ძალის დიდი დანაკლისი აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100