როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 ივლისს ქუთაისში ნალექი და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. მესტიაში ნალექიანი დღე და +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე დაიწევს. +33 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. გორში ნალექი და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში გამოიდარებს, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. რუსთავში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი.

კომენტარი