სისხლისმსმელი ნარკოდილერი

მექსიკის პოლიციამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე სისხლისმსმელი მკვლელი დააკავა. ედგარ უერტა ნარკოკარტელ Los Zetas–ს ლიდერია.

საქმის გამოძიება მას შემდეგ მიმდინარეობდა, რაც ერთ წლის წინ მექსიკის შტატ ტამა–ულიპაში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ყველა მხვერპლი ემიგრანტი იყო, ცენტრალური ამერიკიდან.

გამოძიებისას დადგინდა, რომ ედგარ უერტა თავდასხმას აწყობდა იმ ავტობუსებზე, რომელსაც ემიგრანტები და არალეგალები გადმოჰყავდა და მათ ნარკოკარტელზე მუშაობას აიძულებდა.

თავად უერტამ აღიარა, რომ სანამ ემიგრანტებს მოკლავდა, აწამებდა ხოლმე, რათა გაერკვია ხომ არ მუშაობდნენ ისინი კონკურენტ ნარკოკარტელებზე. მან ასევე სამართალდამცველებს აჩვენა ის ადგილი, სადაც 600 ადამიანი იყო დაკრძალული.

კომენტარი