სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან კალანდაძე: მთავრობამ ხუდონჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ექსპერტებმა ლევან კალანდაძემ, გიორგი აბაშიშვილმადა ირაკლი ლექვინაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს. საუბარი სტრატეგიულ საინვესტიციო და ენერგეტიკულიპროექტების, მათ შორის ხუდონჰესის პროექტის მიმდინარეობას და მისი განხორციელების შემაფერხებელ გარემოებებსაცშეეხო. თავისი მასშტაბურობის და სპეციფიურობის გათვალისწინებით ექსპერტები ხელისუფლებას ხუდონჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას და პროექტის ორ ფაზად განხორციელებას სთავაზობენ.

"საჭიროა ხელისუფლება უფრო აქტიური იყოს თავის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში. გამონახული იქნას კომპრომისული და რაციონალური გადაწყვეტილება. კერძოდ, ხუდონჰესის მშენებლობა უნდა დაიყოს ორ ფაზად - საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების (მუხლი 53, პუნქტი 5) თანახმად გაიცეს მშენებლობის ნებართვა იმ პირობით, რომ ჰესის ოპერირების დაწყებამდე ხელისუფლება უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური პროცედურების განხორციელებას, ხოლო ინვესტორი გამოისყიდის კერძო საკუთრებაში არსებულ ზემოთაღნიშნულ 155 ჰექტარ მიწის ნაკვეთებს. მიმდინარე ეტაპზე, ეს ნაკვეთები და მასზე მცხოვრები ადამიანები არ ექცევიან მშენებლობის არეალში და მათი განსახლება ჰესის ექსპლოატაციის დაწყებამდე გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ჰესის მშენებლობის სამუშაოებზე და 2020 წლამდე მიიღებს სტაბილურ და სოლიდურ ანაზღაურებას" - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხოლოდ იმის გამო, რომ 155 ჰექტარზე აზომვითი სამუშაოების ჩატარებახელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, სრულიად შესაძლებელია ქვეყანაში 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგესდა ზამთრის თვეებში, როცა საქართველოს ენერგომოხმარება საგრძნობლად იზრდება და ენერგოსისტემა მკვეთრად დეფიციტური ხდება, ისევ უამრავი თანხა უნდა ვუხადოთ რუსეთს და სხვა ქვეყნებს ელექტროენერგიის ან სხვა ენერგომატარებლების იმპორტის განხორციელების მიზნით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100