დედამიწაზე ყველაზე ხნიერი ბებო გარდაიცვალა

ბრაზილიაში პლანეტის ყველაზე მხცოვანი, 115 წლის ადამიანი გარდაიცვალა. მარია გომეს ვალენტიმი რიო–დე–ჟანეიროში ცხოვრობდა.

ამა წლის მაისში გინესის რეკორდების წიგნმა ის პლანეტის ყველაზე უხუცეს ადამიანად დაასახელა. მან 48 დღით გაუსწრო ამერიკაში მცხოვრებ ბასს კუპერს.

როგორც სპეციალურმა ექსპერტიზამ დაამტკიცა მარია გომეს ვალენტიმი 1896 წლის 9 ივლისს დაიბადა.

რეკორდსმენი ბებია პნევმონიით დაიღუპა. მას ოთხი შვილი, ოთხი შვილიშვილი, 7 შვილთაშვილი და ხუთი შვილთაშვილის შვილი დარჩა.

სამწუხაროა, რომ ამ კატეგორიაში გინესის რეკორდებში მოხვედრის ქართველმა კანდიდატმა, 118 წლის, სამეგრელოში მცხოვრებმა ბებომ თავისი ასაკი დოკუმენტაციის არქონის გამო ვერ დაამტკიცა.

კომენტარი