მექსიკელ დამნაშავეს სქესის შეცვლამ ვერ უშველა

მექსიკელმა დამნაშავე აარონ ვერა მორელესმა, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა, სასჯელის თავიდან აცილების მიზნით სქესი შეიცვალა. თუმცა ხელოვნურად შექნილმა ქალურმა შარმმა მას მაინც ვერ უშველა და სასჯელს ვერ გაექცა.

მორალესი 200 000 დოლარის ქურდობისთვის იძებნებოდა. ეს თანხა მან, რამდენიმე წლის წინ, მექსიკის სოციალურად დაუცველი მოსახელობის დეპარტამენტიდან მოიპარა.

როდესაც დამნაშავე დაიჭირეს, მას თან ჰქონდა ქალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, სქესშეცვლილი დამნაშავე თითის ანაბეჭდმა გასცა.

მორალესს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუმცა, სასამართლო იმაზე მსჯელობს, სად მოიხადოს მორალესმა პატიმრობის ვადა, ქალთა თუ მამაკაცთა საპყრობილეში.

კომენტარი