სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამაზ ნიკოლაიშვილი: ალავერდის ტაძარს უბედურებას აუცილებლად ავაცდენთ

ალავერდის ტაძართან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის პროგნოზი უფრო გამოგვისწორდა ვიდრე ეს იყო რამდენიმე საათის წინ. აცხადებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყება უკვე რამდენიმე საათში გახდება შესაძლებელი.

ამ დრისათვის კი ალავერდის ტაძარი ჯერ კიდევ საფრთხეში იმყოფება - ადიდებული მდინარე შავკაბა პირდაპირ ტაძრის გალავანთან მიედინება და შესაძლოა ტაძარს ძირი გამოურეცხოს. თუ გალავანი ჩამოინგრევა საფრხე თავად უკვე ეკლესიას დაემუქრება. ალბათობა იმისა, რომ ნაგებობა წყლის ნაკადს ვერ გაუძლებს დიდია.

ადიდებულმა მდინარემ სამონასტრო კომპლექსის საფუტკრე მეურნეობა გაანადგურა, ხოლო რამდენიმე ადამიანი, რომელიც წყალდიდობის დროს შენობაში იმყოფებოდა შექმნილი მდგომარეობის გამო შენობის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ალავერდის ტაძრის მოძღვარი მამა იოსები აცხადებს, რომ წყალი უშუალოდ ტაძრის აღმოსავლეთ მხარესაა გაჟონილი.

"ალავერდში ამჟამად ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მდინარის დონემ ამ დროისათვის დაიწია. უკვე დავიწყეთ სპეციალური ფილების მობილიზაცია და ვვარაუდობთ, რომ ამ ნაგებობას უბედურებას ავაცდენთ აუცილებლად. ამ ეტაპისთვის პროგნოზი უფრო გამოგვისწორდა, ვიდრე ეს იყო რამდენიმე საათის წინ. ასე რომ სამუშაოების დაწყება უკვე რამდენიმე საათში გახდება შესაძლებელი", _ აცხადებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100