სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამარის ბაზარში აფეთქება მოხდა

სამარაში, კიროვის ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო კონტეინერებთან, 15 წლის მოზარდმა მეტალის სამლიტრიანი ქილა შეამჩნია და საეჭვოდ მოეჩვენა. როცა ბიჭუნამ ქილა ხელში აიღო, აფეთქება მოხდა. მოზარდმა კიდურებისა და სახის დაზიანებები მიიღო. იგი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე ყველა საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები გამოცხადდნენ. ბაზრის ტერიტორიას სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს, შემდეგ კი მოვაჭრეებისა და მომხმარებლებისგან გათავისუფლებული ადგილი მილიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის საინჟინრო–ტექნიკური ჯგუფის წევრებმა და კინოლოგებმა დაათვალიერეს.

როგორც „რეგნუმი“ იუწყება, შემთხვევის ადგილიდან ასაფეთქებელი ნივთიერების ფრაგმენტები ამოიღეს. წინასწარი მონაცემებით, ეს უნდა იყოს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა საათის მექანიზმით, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო მეტალის ფრაგმენტები. სპეციალისტების ვერსიით, აფეთქდა მხოლოდ კაფსულა და საერთო ჯამში, მოწყობილობის ძირითადი ბირთვი არ ამუშავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100