ნანუკას ყოფილი და ჯაჯანიძის ახლანდელი პროდიუსერი მაია ასათიანით აღფრთოვანებულია

მაიკო ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და კეთილშობილური გადაცემა, რაც ოდესმე მინახავს. კოტე ყველას გვიყვარდა, ვისაც კი მასთან რაიმე შეხება გვქონია. ამიტომ მეც, როგორც რიგითი მაყურებელი, გუშინ გადაცემის გულშემატკივარი ვიყავი. მიხარია, რომ შენ და შენმა გუნდმა იმედები არ გამიცრუეთ“ - ეს პოსტი მაია სტეფნაძემ მაია ასათიანს ფეისბუქზე თოქშოუ პროფილის ბოლო გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ფეისბუქზე მიუძღვნა.

„ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გაფასებ. უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ადამიანოძალიან ბევრდ ნიშნავს ასეთი კოლეგიალობა ჩემთვის.„ -წერს მაია ასათიანი სტატუსის კომენტარებში

„როცა ამხელა ტრაგედია ხდება, უღირსობაა პირად გამორჩენაზე ფიქრი. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ჩვენი კინკურენცია რეალურად გართობის ერთ-ერთი ფორმაა ჩემთვის. პირადად ჩემს განწყობას ყოველთვის გრძნობდი და საჯაროდ კიდევ ერთხელ გიდასტურებ“ - უპასუხა გია ჯაჯანიძის თოქშოუს პროდიუსერმა და ნანუკა ჟოროლიანის შოუს ყოფილმა პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ თოქშოუ პროფილის ავტორსა და წამყვანს.

მაია ასათიანის ბოლო გადაცემა, რომელიც მან კოტე თოლორდავას ხსოვნას მიუძღვნა იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/video/5519?v=2

კომენტარი