დღეს "პუტინის რუსეთი" "ელცინის რუსეთის" დღეს აღნიშნავს

რუსეთის მოაზროვნე ნაწილი "რუსეთის დღეს", რომელიც დღეს აღინიშნება და რუსეთის პირველი პრეზიდენტის(1991წ.) არჩევის დღეს უკავშირდება, "ელცინის რუსეთის დღეს" უწოდებს.

რუსეთის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები დაგეგმილი აქვს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები ეცდებიან, დღესაც გაიმეორონ გუშინდელი მცდელობა და მოსკოვში მოკლული პოლკოვნიკ ბუდანოვის ხსოვნის პატივსაცემად მანეჟის მოედანზე აქცია მოაწყონ, ხელისუფლება კი მზადაა, ეს არ დაუშვას, რადგან დღეს მას გლოვისთვის არ სცხელა - ეზეიმება.

მოქალაქეები, რომლებიც გუშინ მანეჟის მოედანზე აპირებდნენ შეკრებას, მაშინვე დააკავეს, როგორც კი ისინი მანეჟის მოედნისკენ დაიძრნენ. საერთო ჯამში 12 ადამიანია დაკავებული.

დაკავებასთან დაკავშირებით ერთი კომიკური ფაქტი მოხდა: მოსკოვის მერიის წარმომადგენელმა, შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა მანეჟის მოედანზე პოლკოვნიკ ბუდანოვის ხსოვნისთვის პატივის მიგება, უპასუხა, რომ აქციის ორგანიზატორებს განაცხადი მისი ჩატარების სესახებ მერიაში ორი კვირით ადრე უნდა შეეტანათ...

მანეჟის მოედანი ამ დროისთვის ისევ სავსეა პოლიციელებითა და "ომონელებით". ყველა მნიშვნელოვან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ასევე დგანან სამართალდამცველები.

პოლიტიკური პარტიების გარდა, დღეს მანეჟის მოედანზე შეკრებას რუსეთში "მრისხანების დღის" ინიციატორებიც გეგმავენ.

კომენტარი