სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი და აქვე განმარტებულია, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეების ყოფნა საფრთხის შემცველია.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში მგზავრობისგან, რადგანაც ამ ქვეყანაში მათი ყოფნა უსაფრთხო არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სამინისტრო რუსეთის მხარისგან მოსკოვში მოკლული ქართველის საქმის სრულფასოვან გამოძიებას და მკვლელობის მონაწილეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს მოსკოვში ეთნიკური კუთვნილების გამო ცემით მოკლეს საქართველოს მოქალაქე გელა ბლიაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100