გიგა ბოკერია: ტერორისტების დაფინანსების ფონზე მოლაპარაკების წარმოება არარეალურია

ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაგრძელდება ტერაქტების კამპანია ქართული მხარეს დიალოგის წარმოება შეუძლებლად მიაჩნია.

ამის შესახებ განცხადება, ბოკერიამ დღეს, თბილისში დაბრუნებისას გააკეთა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი საქართველოში ტერორისტულ აქტებს აფინანსებს, მოსკოვთან სხვა თემაზე მოლაპარაკების წარმოებაზე ლაპარაკი არარეალურია.

`იმ პირობებში თუ კი გაგრძელდება ამ ტიპის ტერაქტების კამპანია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შეუძლებლად მიგვაჩნია ასეთ ვითარებაში უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის წარმოება იმ მხარესთან, რომელიც პარალელურად გზავნის ამფეთქებლებს საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის ამოცანაა მსხვერეპლის გამოწვევა. მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ იქ ვსაუბრობდით, იყო სწორედ ეს ტერაქტები” განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანი არ გამორიცხავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდეს.

ბოლო, მე-16 რაუნდის მთავარი თემა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ტერორისტული აქტების ორგანიზების მცდელობა იყო. თუმცა რუსულ მხარეს დასახლებულ ფაქტებზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

კომენტარი