ეს ყველა ქალმა და გოგონამ უნდა წაიკითხოს

გთავაზობთ დიზაინერებისა და მოდის ექსპერტების რჩევების კრებულს, რომლებიც დაგეხმარებათ იყოთ ელეგანტური და ლამაზი.

წარმატების საიდუმლო მარტივ გადაწყვეტილებაშია. მაგალითად შავი შარვალი, თეთრი პერანგი, მკვეთრი ფერის შარფი ან ბაბთა იდეალური გემოვნების მაგალითია.

საუკეთესო სავარჯიშო სიარულის მამაკაცური მანერისგან გასათავისუფლებლად გახლავთ კაბა მუხლზე 2-3 მტკაველით ქვემოთ.

ჯერ კიდევ ივ სენ ლორანი ამბობდა, რომ როლინგი მაღალი ყელით არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა, რადგან ის ხაზს უსვამს თქვენს მკერდს და ფარავს იმას რაც არ არის ყოველთვის გამოსაჩენი.

დედამ საკუთარ ქალიშვილს აუცილებლად უნდა ასწავლოს ჩაცმა, მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალმა დაბადებიდან იცის როგორ უნდა გამოიყურებოდეს კარგად.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სამოსს შეუძლია გაამხილოს თქვენს შესახებ იმაზე მეტი ვიდრე თქვენ გსურთ.

თუ თქვენი ცხოვრების თანამგზავრს ეძებთ წარმოიდგინეთ ის, მისი სამოსი და მერე წარმოიდგინეთ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი მის გვერდით. გახსოვდეთ ამ ქალის ჩაცმულობა და ტანისამოსის შეძენისას ყოველთვის შეაჩერეთ არჩევანი იმ სამოსსზე რომელიც ამ ქალს აცვია.

ბრტყელი ძირი - ეს დიასახლისებისა და ოლიგარქების ნიშანია, თუ არცერთ მათგანს არ მიეკუთვნებით მაშინ არჩევანი შეაჩერეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე.

უნდა იცოდეთ, რომ თინეიჯერის ნივთები ცოლის გარდერობში ქმრის ცუდი დახასიათებაა.

კოკო შანელი ამბობდა: „იმისათვის რომ გამოიყურებოდე კარგად არ არის აუცილებელი იყო ახალგაზრდა“

აბსოლუტურად იდეალური სილამაზე არაა მიმზიდველი. ყურადღების მისაქცევად იდეალურ გარეგნობაში უნდა იყოს რაღაც ძალიან მცირე შეცდომა.

თუ მაკიაჟის გაკეთება გეზარებათ ან დრო არ გყოფნით, მოიხვიეთ თავზე შარფი, გაიკეთეთ დიდი მზის სათვალე და თქვენ ქუჩაში მაინც ეფექტური იქნებით.

ყოველი ქალის გარდერობში ტანისამოსი სამ ნაწილად იყოფა: საკუთარი თავისთვის, დაქალებისთვის და მამაკაცებისთვის. გირჩევთ ეს სამი განყოფილება ერთმანეთში არ აურიოთ.

პაემანზე ჩაიცვით ისეთი სამოსი, რომელიც ხაზს უსვამს მკერდს, წელსა და თეძოს შორის სხვაობას.

თუ პომადისა და შარფის ფერი დუეტშია, მაშინ თქვენ ძალიან ლამაზი ხართ, მაშინაც კი თუ არჩევანი იმ ფერზე შეაჩერეთ რომელიც არ გიხდებათ.

თუ სიარულისას კაბა გამუდმებით მაღლა ადის, შეცვალეთ კაბის სტილი ან შეარჩიეთ უფრო დიდი ზომა.

ვარდისფერი კაბა და თეთრი ფეხსაცმელი ძალიან უხდება ქერა თმას, ოღონდ გახსოვდეთ ეტიკეტის თანახმად თეთრი ფეხსაცმელი მხოლოდ 5 საათამდე შეგიძლიათ გეცვათ, რაც იმას ნიშნავს რომ ეს სამოსი საღამოს ღონისძიებებზე არ გამოგადგებათ.

არ არსებობს მახინჯი ფეხი, არსებობს ცუდი კოლგოტი. არ არსებობს მახინჯი ქალი, არსებობენ არაპროფესიონალი პარიკმახერები.

ნუ შეგეშინდებათ მაღალი ქუსლების, მაღაზიაში ისეთი ქუსლიანი ფეხსაცმლის პოვნაც შეიძლება, რომელიც არ დაგღლით და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.

გემოვნება ყოველდღიურად უნდა დახვეწოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა 19 წლის თუ 75-ის, თქვენ დაბერებას დაიწყებთ.

ფეხსაცმელი უნდა იყოს არა მხოლოდ კომფორტული არამედ ლამაზიც, ხოლო თუ ფეხსაცმელი და შარვალი ერთი ფერისაა, ამ დროს ფეხი უფრო გრძელი ჩანს.

იმ შემთხვევაში თუ იცვამთ ექსპრესიულ კაბას, არჩევანი შეაჩერეთ სადა ვარცხნილობაზე რათა მთელი ყურადღება გადატანილი იყოს კაბაზე.

ქალები ცდებიან, როდესაც სამსახურში ატლასისა და ბარხატის ჩაცმას ერიდებიან, რადგან ეს ნაჭრები ზედმეტად გაპრანჭვასთან ასოცირდება. თუ თქვენ ნეიტრალურ ფერს შეარჩევთ და შეუხამებთ დანარჩენ ტანისამოსს, მაშინ ბარხატი და ატლასი თქვენ ელეგანტურ იერს მოგანიჭებთ.

არ მოგერიდოთ საკუთარი ფორმების, ის რაც ღმერთმა მოგცათ ლამაზია და რაც ლამაზია უნდა გამოჩნდეს, ოღონდ გახსოვდეთ ეს გემოვნებით უნდა გააკეთოთ.

საღამოს ღონისძიებაზე წასვლისას გახსოვდეთ მთავარი წესი. უნდა ბრწყინავდეს რაღაც ერთი, ან კაბა ან აქსესუარი.

თუ ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ გახსოვდეთ, რომ მაღალი ქუსლი ვიზუალურად დაფარავს ამ ნაკლს.

მოდა არ გახლავთ ბუმბული და ლამაზი თვლები - მოდა არის როდესაც კაბა კარგად ზის ტანზე, როდესაც შარვალი ფეხებს უფრო გრძელს აჩენს, როდესაც ქალმა ხელში დაიჭირა ახალი ჩანთა და მისი ცხოვრება შეიცვალა და როდესაც ქალი იცვამს კაბას და იწყებს ფრენას.

„... უნდა დაიჯერო, რომ შენ რეალურად იმსახურებ უკეთესს. უნდა შეწყვიტო ცუდის მოსმენა, უნდა შეწყვიტო იმ ადამიანებთან ურთიერთობა ვინც მუდმივად წუწუნებს. მსუქანი ხარ? არ ჭამო ბევრი - ეს ყველაზე ეფექტური დიეტაა, მიმართე მას და გახდები. პრინცი გინდა? გიყვარდეს პირველ რიგში საკუთარი თავი და ნახავ რომ შენთან მათი არმია მოვა. ნუ დაიწყებ წარმატებისკენ, ჰარმონიისკენ და საკუთარი თავისკენ მიმავალი გზის ძებნას. შეხედე ყველაფერს მარტივად, იყიდე ახალი ფეხსაცმელი! და გაითვალისწინე ცნობილი გამოთქმა: ერთი და იმავე მიზნისკენ მიმავალი ორი თანაბარი ძალების მქონე კონკურენტიდან დანიშნულების ადგილამდე პირველი მიდის ის ვინც მაღალ ქუსლზე დგას.

არ შგიმჩნევიათ, რომ როდესაც ტანზე მომდგარ შარვალს იცვამთ მამაკაცები მაშინვე იწყენებ თქვენი ლამაზი თვალებისა და თვალისმომჭრელი ღიმილის შემჩნევას? გახსოვდეთ კარგად ჩაცმული ადამიანი ისაა რომლის დანახვისასაც ტანსაცმელს ვერავინ ამჩნევს, იმახსოვრებენ მის სახეს, ვარცხნილობას, პერსონას.

იმისათვის რომ ნებისმიერ ასაკში ელეგანტურად და სექსუალურად გამოიყურებოდეთ მიმართეთ კლასიკას: შავი ფერის ფანქარი-ქვედაბოლო, სმოკინგი, შპილკები, კლაჩის ჩანთა.

თუ გინდათ კარიერულ კიბეზე მაღლა ახვიდეთ ჩაიცვით ისე თითქოს უკვე იქ ხართ.

ნაცრისფერი - ეს ყველაზე უფრო ფრანგული ფერია, საფრანგეთი კი მოდის დედაქალაქია.

კომენტარი