კიშინიოვის მერის არჩევნებში კომუნისტი კანდიდატი დაწინაურდა

მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის მერის არჩევნებში, სავარაუდოდ, კომუნისტი კანდიდატი, იგორ დოდონი გაიმარჯვებს. გვიან ღამით არსებული მონაცემებით, მოლდოვას ცსკ-მ უკვე დათვალა ბიულეტენების 99, 2% და წინასწარი მონაცემების თანახმად, სწორედ დოდონმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52% დააგროვა. მის უახლოეს მდევარს, ლიბერალური პარტიის კანდიდატს, დორინ კირტოაკეს ჯერჯერობით მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების 42% ერგო.

კომენტარი