სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიჩარდ მორნინგსტარი: რუსეთს ევროპა მძევლად ყავს აყვანილი

ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში, ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის, რიჩარდ მორნინსგსტარის განცხადებით, რუსეთი ენერგორესურსებით მანიპულირებს და ევროპა მძევლად ყავს აყვანილი. ამის შესახებ მორნინგსტარმა კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ ექსპერტებიც.

"რუსეთმა უნდა დაუნახოს და გაიგოს, რომ საქართველოს ოკჯუპაცია მას უღირს იმ მთელ რიგ ქვეყნებთან ურთიერთობის ფასად, რომელთაც საქართველოს ოკუპაცია აწუხებთ. ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე რუსეთთან დიალოგის დროს და გავავგრძელოთ ამის მტკიცება მათთან", - განაცხადა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ჰერიჯით ფაუნდეიშენის" ექსპერტმა არიელ კოენმა.

შეკრების მთავარი თემა ევროპის ენერგოუსაფრთხოება იყო. შეხვედრის მეორე ნაწილი კი რეგიონალურ უსაფრთხოებაზე საუბარს დაეთმო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100