სააკაშვილს ახარებს, რომ ხელისუფლების დამხობის მსურველი რადიკალები ბევრნი არ არიან

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ახარებს, რომ "ხელისუფლების დამხობის მსურველი რადიკალები ბევრნი არ არიან".

როგორც სააკაშვილმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, "არსაპარლამენტო ოპოზიციური ძალებისთვის ტელეეთერი სრულიად ხელმისაწვდომია და ისინი ღიად აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამხობა სურთ, კარგი სიახლე კი ისაა, რომ ისინი არცთუ მრავალრიცხოვანნი არიან".

რაც შეეხება 26 მაისის აქციაზე სამართალდამცველთა მიერ ძალის გადამეტების შესახებ განცხადებებს, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, "ევროკავშირის ელჩმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები კანონიერი იყო".

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ რიგი ადამიანები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ამის გადამოწმება ძალიან რთულია", - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ პირადად იგი ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მსურველებს შორის ბოლო იყო.

კომენტარი