სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში სერგეი ბაღაფშს ემშვიდობებიან

მოსკოვში აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან გამომშვიდობების ცერემონიალი დაიწყო. ღონისძიება რუსეთის შეიარაღებული ძალების კულტურულ ცენტრში მიმდინარეობს.

ღონისძოიებაზე უკვე მივიდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი მოსკოვში დიმიტრი მედოევი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი და რუსეთის დუმის დეპუტატები.

რუსული მედიის ინფორმაციით, აქ მოდიან უბრალო მოქალაქეები და სხვა და სხვა უწყებები გვირგვინებს აგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში მოსკოვში 29 მაისს, 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. დღეს საღამოს მის ცხედარს აფხაზეთში გადაასვენებენ. აფხაზეთში ამ ფაქტთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. სერგეი ბაღაფშს, 2 ივნისს ოჩამჩირის რაიონში მდებარე მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100