სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ ბასი: "წუხანდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ძალადობა სწორი გზა არ არის..."

საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის შეფასებით, "წუხელ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ძალადობა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე პასუხი არ არის".

როგორც ბასმა დღეს ჟურნალისტებს წუხანდელი მოვლენების კომენტირებისას განუცხადა, მას "არ შეუძლია, წაახალისოს რომელიმე შეხედულება იმის შესახებ, თუ რომელია უკეთესი გზა გამოწვევების გადასალახად".

"მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც აქციის მონაწილეებს ალტერნატიულ ადგილზე გადასვლა შესთავაზა, სადაც მათ დღეს აქციის გაგრძელების საშუალება ექნებოდათ, პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე აღლუმი ჩატარდებოდა. ამავდროულად, შეშფოთებული ვარ იმ ცნობით, რომ მას შემდეგ, რაც აქცია დაშალეს, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას იმ ინდივიდების მხრიდან, ვინც აქციის დაშლაში მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრალდებები მთავრობამ სერიოზულად გამოიძიოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იყო ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ჩართული იყო აქციებში და არა მშვიდობიანი პროტესტი აინტერესებდა, არამედ ძალადობრივი პროტესტის გაღვივებას ცდილობდა. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზა არა ძალადობა, არამედ პრობლემების გადაჭრის ძალადობა შესაძლო გზებზე მსჯელობაა", - განაცხადა ჯონ ბასმა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებთან საუბარი ელჩმა წუხელ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პილიციელისა და აქციის მონაწილის ოჯახების მიმართ სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100