"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გაათავისუფლეს

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა დიღმის პოლიციის განყოფილებაში იყო დაკავებული და რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.
მალხაზ ჭკადუას საშუალება მიეცა, რადიო "პალიტრის" პირდაპირ ეთერში ესაუბრა.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მას და კიდევ ერთ ჟურანლისტს საათნახევრის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მისივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში ამ დროისთვის დიდი რაოენობით ადამიანი ჰყავთ დაკავებული.
"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დააკავეს.

კომენტარი