სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციაზე ხალხის მოზიდვის ბოლო შანსი: ცნობილი უცნობის კონცერტი

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ისევ გამოჩნდნენ ძმები გაჩეჩილაძეები და ხალხს შეუერთდნენ. ორგანიზატორებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს განცხადება, რომ რუსთაველზე "უცნობი" კონცერტს გამართავს და ამ კონცერტზე თბილისელებს ეპატიჟება.

რა რაოდენობის ხალხს შესძენს ნაცნობი უცნობის კონცერტი აქციას, მოგვიანებით გამოჩნდება.

ჯერჯერობით დაუდგენელია, შეთანხმებულია თუ არა ეს ინიციატივა ნინო ბურჯანაძესთან. იგი ამ წუთებში "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გამოდის.

"რა გვეაღლუმება, ხალხნო? პირობას გაძლევთ, რომ სააკაშვილი აღლუნს ხვალ ვერ ჩაიბარებს", – აცხადებს ბურჯანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100