რატომ შეაგინა ეროსი კიწმარიშვილმა ირაკლი ალასანიას?

ერასტი კიწმარიშვილი ირაკლი ალასანიას აგინებდა. „დრონი.ჯი“-ს განუცხადეს, რომ მან გაჩეჩილაძე-ბურჯანაძე-ოქრუაშვილთან საუბრის დროს ირაკლი ალასანია უწმაწური სიტყვებით მოიხსენია. ასევე ცნობილი გახდა, რომ კიწმარიშვილი, „მაესტროს“ საშუალებით, ჯერ კიდევ მერის არჩევნებამდე ცდილობდა ალასანიას ჩაძირვას.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კიწმარიშვილი „მაესტროს“ დირექტორს, კობა ბექაურს „მესიჯებს“ უგზავნიდა და ისეთი სიუჟეტების მომზადებას ავალებდა, რომელიც ალასანიას რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებდა და მას ამომრჩევლების ხმას დააკარგვინებდა.

თავის მხრივ, ბექაური ჟურნალისტებს არიგებდა, თუ როგორი სიუჟეტები უნდა გადაეღოთ, რათა ალასანიას არჩევნებში გამარჯვების საშუალება არ მისცემოდა. ამით ერასტი „ალიანსის“ დაშლასაც ცდილობდა. სხვათა შორის, „ალიანსის“ წინააღმდეგ მუშაობაში ტელეკომპანია „მაესტროს“ რესპუბლიკელებიც ადანაშაულებენ.

საინტერესოა, რას ერჩის ეროსი ირაკლი ალასანიას. ერთ-ერთი ვერსიით, ერასტი ალასანიას ჩაძირვას ნინო ბურჯანაძის დავალებით ცდილობდა. „ხორბლის პრინცესამ“ ალასანია იმ დღიდან მოიძულა, როდესაც „დიდხალიანმა“ ქართულ პოლიტიკაში ფეხი შემოდგა. „დრონი.ჯი“ ამ ვერსიისა და ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ბატონ ერასტის დაუკავშირდა.
„დრონი.ჯი“: გაზეთ „დრონი.ჯი“-დან გირეკავთ. შეგიძლიათ რამდენიმე შეკითხვაზე მიპასუხოთ?

– თქვენს გაზეთს კომენტარს არ ვაძლევ. და მაინც, რა თემაზე გსურთ საუბარი?
– ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ ლევან გაჩეჩილაძესთან, ნინო ბურჯანაძესა და ოქრუაშვილთან საუბრის დროს ირაკლი ალასანია უწმაწური სიტყვებით მოიხსენიეთ, ასევე მუშაობდით ალასანიას ჩასაძირად...…
– (გაცხარდა) ეს სულელური ინფორმაციაა და ამაზე არ ვკომენტარირებ. რაც ახლა გითხარით, შეგიძლიათ გაზეთის პირველ გვერდზე დიდი „ჰედლაინით“ გამოიტანოთ“.
ჩვენ ვცადეთ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებაც, მაგრამ იგი მივლინებით აშშ-ში იმყოფება. ასევე დავუკავშირდით „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ აბაშიძეს, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა და ეს დროის არქონით ახსნა.

„დრონი.ჯი“ ალასანიას ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ შეეცდება მისი პოზიციის დაფიქსირებას, საკითხავი ისაა, დაუპირისპირდება თუ არა ალასანია ერასტის, რომელიც ალასანიას ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დროს უწმაწური სიტყვებით იხსენიებს?

კომენტარი

×