თავის მოკვლას აპირებდა და ღმერთმა დაურეკა - გაინტერესებთ შემდეგ რა მოხდა?

ერთხელ სანამ სახლში წავიდოდა, პასტორმა გადაწყვიტა თავისი ცოლისთვის დაერეკა. დაახლოებით საღამოს 10 საათი იყო, მაგრამ ცოლი არ პასუხობდა. პასტორი დიდხანს ელოდა, მაგრამ ცოლმა არ უპასუხა.

ცოტა ხნის შემდეგ მან ისევ დაურეკა და ცოლმაც მაშინვე უპასუხა. პასტორმა ჰკითხა, თუ რატომ არ პასუხობდა, როცა პირველად დაურეკა, რაზეც ცოლმა უპასუხა, რომ არ ყოფილა ზარი მის ტელეფონზე.

ეს შემთხვევა დაავიწყდებოდათ, ორშაბათს პასტორის კაბინეტში ტელეფონი რომ არ ახმაურებულიყო.

რეკავდა კაცი, რომელიც შაბათს საღამოს განხორციელებულ ზარზე ელაპარაკებოდა. პასტორი დიდი ხანი ვერ ხვდებოდა, თუ რაზე იყო საუბარი. მაშინ კაცმა განუმარტა: "ტელეფონი რეკავდა და რეკავდა, მე კი არ ვპასუხობდი..."

პასტორს გაახსენდა და ბოდიში მოუხადა, რომ შეუაწუხა, აუხსნა, რომ სახლში უნდოდა დარეკვა, მაგრამ როგორც ჩანს არასწორი ნომერი აკრიფა. მაშინ კაცმა უთხრა:

"ნება მომეცით მოგიყვეთ, რა მოხდა მაშინ. შაბათს საღამოს თავის მოკვლას ვაპირებდი. მანამ სანამ დაწყებულს ბოლომდე მივიყვანდი, მე ღმერთს მივმართე, და ვთხოვე, რომ თუ კი არსებობს, მოეცა ნიშნანი.

და სწორედ ამ დროის გაისმა ტელეფონის ხმა. როცა ტელეფონთან მივედი, ეკრანზე იყო წარწერა: Almighty God ("ყოვლისშემძლე ღმერთი.."). ვერ შევძელი მეპასუხა.

ეკლესია, სადაც პასტორი მსახურებდა, ეწოდებოდა Almighty God Tabernacle ("ყოვლისშემძლე ღმერთის სამყოფელი")

კომენტარი