კოკოითის დაცვის ერთ-ერთი მოკლული წევრი მისი ბიძაშვილი იყო

ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის დაცვის ორი წევრის მკვლელობაზე "ორი და მეტი პირის მკვლელობის" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს მუხლი სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ კოკოითის დაცვის წევრები ვლადიკავკაზში პირად საქმეებზე იმყოფებოდნენ და მათი მკვლელობა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. აღსანიშნავია, რომ მოკლული 30 წლის ალიმ კაბულოვი, ოს სეპარატისტთა ლიდერის პირადი დაცვის წევრი და მისი ბიძაშვილი იყო. იკაევი კი დაცვის სამსახურის რიგითი თანამშრომელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის დაცვის ორი თანამშრომელი 30 წლის ალიმ კაბულოვი და მისი კოლეგა ოლეგ იკაევი ვლადიკავკაზის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოკლეს. სავარაუდო მკვლელი, გვარად ძაგოევი მილიციაში უკვე გამოცხადდა. იგი 35 წლისაა და ვლადიკავკაზის მაცხოვრებელია.
წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბის დროს დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, რომელიც მას ოპონენტმა წაართვა და ორივე ადგილზე მოკლა.

კომენტარი