სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში კანიბალი დააკავეს

მოსკოვის პოლიციამ კანიბალიზმში ეჭვმიტანილი დააკავა.

როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინებიან, დაკავებულს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მოსკოვის შს სამმართველოს დასავლეთის ოლქის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავებული ნარკოლოგიულ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე იმყოფება.

მიმდინარე ეტაპზე ის ეჭვიმანილია საკუთარი ახლობლის მოკვლაში.

ამჟამად სამართალდამცავები იძეებენ სხვა ეპიზიდებს, რომელშიც შესაძლოა ფიგურირებდეს დაკავებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100