პასუხები ინგა გრიგოლიას კითხვაზე: ცხოვრებას ახლიდან, რომ იწყებდეთ რას გააკეთებდით?

“ეხლა თოქ-შოუს ჩავატარებ ონლაინ, რომ შეძლოთ ახლიდან დაწყება ცხოვრების, რას გააკეთებდით?” - ეს სტატუსი ინგა გრიგოლიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და საკმაოდ საინტერესო პასუხები მიიღო. გთავაზობთ ინგას სტატუსის რამდენიმე კომენტარს.

თათა კ: საქართველოდან წავიდოდი

ირაკლი ჩ: არ დავიბადებოდი!

ლევან კ: არ ვენდობოდი ადამიანებს ასე ადვილად

მ.გ. მე ვიცი რასაც, ასეთი მომთმენი არ ვიქნებოდი და გულუბრყვილო, და ბევრად მეტს მივაღწევდი ცხოვრებაში

დ.მ. უფრო ადრე ვეცდებოდი საქართველო დამეტოვებინა

ბ.მ. ერთ კონკრეტულ ეპიზოდს შევცვლიდი , მეტს არაფერს

ლ.კ. ბევრ დროს დავუთმობდი მამასთან ურთიერთობას, ძალიან მაკლია

ლ.შ. ნაკლებ დროს დავხარჯავდი სისულელეებში

ბ.თ ისევ საქართველოში ვიცხოვრებდი და ისევ ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი, ცოტა მეტ წიგნს წავიკითხავდი!!! და კიდე ბავშვობაში ფეხბურთის ნაცვლად გიტარის წრეზე შევიდოდი

ც.შ. მეცადინეობა არ მაკლდა, მაგრამ უფრო მეტს ვისწავლიდი სტუდენტობისას და სკოლაშიც (ახლა ვერ ვახერხებ სამწუხაროდ). მე მაინც მჯერა, რომ კარგი განათლებით ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევა შეიძლება

ნ.კ. ერთ–ორ შემთხვევაში მეტ წინდახედულებას გამოვიჩენდი და ნაკლებად ავჩქარდებოდი. დანარჩენს არაფერს შევცვლიდი...

თ.ქ. პატიმართა უფლებათა დამცველი ვიქნებოდი.... თან დიდი სიამოვნებით

მ.თ. მთლიანად შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას, გავთხოვდებოდი

დ.კ. საზღვარგარეთ მუშაობის შემოთავაზებაზე ( გერმანიაში} უარს აღარ ვიტყოდი....

ი.ჩ. მოქალაქეთა კავშირს შემოვხაზავდი არჩევნებზე

თავად სტატუსის ავტორი ინგა გრიგოლია კი კომენტარებში შემდეგ ფრაზას წერს: მე ადვოკატი ვიქნებოდი

კომენტარი