ბორჯომი–ხარაგაულის პარკში პირველი ნიამორი გამოჩნდა


ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში გიორგობის დღესასწაულზე მდედრობითი სქესის ნიამორი გაჩნდა.

პატარა ნიამორი ნაკრძალის თანამშრომლების განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშაა, რადგან საქართველოში ამ გადაშენებული ჯიშის მოშენების შემდეგ ეს მისი გამრავლების პირველი შემთხვევაა. არასწორი სამონადირეო პოლიტიკის გამო კავკასიური ჯიშის ნიამორი საქართველოს ტერიტორიაზე
რამდენიმე წლის წინ გადაშენდა.

როგორც ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის წარმომადგენლები აცხადებენ, ნიამორების ოჯახი სამი წლის წინ სომხეთიდან ჩამოიყვანეს. თუმცა მათი გამრავლება, სათანადო პირობების უქონლობის გამო, ვერ მოხერხდა.

ნიამორისთვის მაღალმთიანი და კლდოვანი რელიეფი გახლდათ აუცილებელი. შესაბამისად, ნაკრძალის ადმინისტრაციამ ნიამორებს ბუნებრივი პირობები შეუქმნა, მათი საარსებო გარემო გააფართოვა და ნიამორებმაც გამრავლება დაიწყეს.

კომენტარი