ირაკლი ჩიქოვანი: "სუბარს ციციკორეც ვერ უშველის"

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ლიდერ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, "ქართული პარტიის" ლიდერ სოზარ სუბარის ტელეეთერით გაკეთებული განცხადებები, მხდალი და უსუსური იყო.

"სუბარი "გაულაწუნე ბიჭის" მდგომარეობაშია, რომელსაც ციციკორეც ვეღარ უშველის.
ადამიანები საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო ასეთ სიმდაბლემდე ეშვებიან", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარის ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებული განცხადების თანახმად, "ალიანსი საქართველოსთვის", 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რუსეთთან გარიგებაში იყო.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერთან, დავით უსუფაშვილთან გამართულ დებატებზე აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიუნხენში შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, იყო დაგეგმილი და წინ უძღოდა სხვა შეხვედრები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

"ქართული პარტიის" ლიდერის ბრალდება პოლიტიკოსებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უსუფაშვილმა სუბარს ნაძირალა უწოდა.

კომენტარი