რომაელებს საშინელი წინასწარმეტყველება აფრთხობთ

იტალიაში "მიწისძვრების ცნობილმა წინასწარმეტყველმა", სეისმოლოგმა რაფაელო ბანდინიმ თავის დროზე განჭვრიტა, რომ 2011 წლის 11 მაისს რომს ძლიერი მიწისძვრა დაატყდება და მიწის პირისგან აღიგვება.

ბანდინის წინასწარმეტყველებით, ძლიერი მიწისძვრა ისტორიულ ძეგლებსაც გააცამტვერებს. ამის გამო რომაელები პანიკაში არიან და სამსახურში წასვლას არ აპირებენ. "გარდიანის" ინფორმაციით, მოსწავლეთა 20 %-იც სახლში აპირებს დარჩენას.

აღსანიშნავია, რომ რაფაელო ბანდინი თავის დროზე ბენიტო მუსოლინის სახელობის ტიტულით დაჯილდოვდა. ბანდინის წინასწარმეტყველება კი მის სიცოცხლეშიც ახდა და სიკვდილის შემდეგაც.

ცნობისთვის, ბანდინის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება 1976 წელს ახდა, როცა ფრიული-ვენეცია-ჯულიას რაიონში მიწისძვრა მოხდა.


კომენტარი