შიდსის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში შიდსის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

პაციენტის დაღუპვის მიზეზი ამჯერადაც დაგვიანებული მკურნალობა გახდა. გარდაცვლილი 59 წლის მამაკაცი იყო. მას ღვიძლიც აწუხებდა, რამაც მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება გამოიწვია.

წელს შიდსით უკვე 46 ადამიანია გარდაცვლილი. ოფიციალური მონაცემებით, სულ ამ ვირუსით 2 800 ადამიანია დაინფიცირებული.


კომენტარი