ფიფას აღმასკომს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

ფიფას აღმასრულებელ კომიტეტს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებას ადმინისტრაციას ლორდი ტრისმანი უყენებს. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პარლამენტში სპორტისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლორდი ტრისმანი ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია და თავის ქვეყნის ინტერეს წარმოადგენდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების შერჩევის პროცესში. მაშინ ფიფამ არჩევანი 2 ხმის უპირატესობით რუსეთზე შეაჩერა. მისი გაცხადებით, ფიფას წარმომადგენლებმა ქრთამი აიღეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შერჩევის დროსაც.

ტრისმანმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მათ შორის მოხვდნენ ბრაზილიის, კოტ დიუარისა და კამერონის წარმომადგენლები.

ბრალდებას უკვე გამოეხმაურა ფიფას პრეზიდენტი. მისი თქმით, იგი პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარ პატიოსნებაზე.

ტრისმანის განცხადება ფიფასა და ინტერპოლს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოჰყვა, რომლის მიხედვით გაყიდულ თამაშებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში ინტერპოლი გამოიძიებს.

"ძალიან კმაყოფილი ვიყავი ბრაზილიის პრეზიდენტისა და ექსპერტების მხარდაჭერით, რათა ინგლისს ემასპინძლა 2018 წლის მსოფლიო თასისთვის. ბრაზილიის პრეზიდენტმა მითხრა, რომ მისთვის უნდა შემეთავაზებინა თუ რისი შეთავაზება შემეძლო სანაცვლოდ. რამდენჯერმე ვესაუბრე ტაილანდის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტსაც. მას კი სურდა თამაშის ტრანსლაციის უფლება ბრიტანეთიდან მის ხელში გადასულიყო. ამ შემთხვევებმა მთლიანად შემიცვალა შთაბეჭდილება ფიფას ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით", - განაცხადა ტრისმანმა.


კომენტარი