ლონდონის ცენტრში ვერტმფრენი ჩამოვარდა (ვიდეო)

ლონდონის ცენტრში სახანძრო სამსახურის ვერტმფრენი ამწეკრანს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ვერტმფრენი ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა, უბედურმა შემთხვევამ ვოკსჰოლის რაიონში ხანძარი გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით ინციდენტის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, 2 კი სამკურალო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. სამართალდამცავები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ და უბედური შემთხვევის მიზეზად ცუდ ხილვადობას ასახელებენ.

კომენტარი